
თბილისის ზღვაში მაშველები მოზარდს ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოზარდი წყალში გაუჩინარდა.
მათი ინფორმაციით, ამ წუთებში მაშველები და მყვინთავები წყალში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.