07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა კავშირია სიცხესა და დახმარების გაწევის სურვილს შორის | Allnews.Ge

რა კავშირია სიცხესა და დახმარების გაწევის სურვილს შორის

როდესაც მეგობარი დაგირეკავთ, გექნებათ თუ არა მხარდაჭერის სურვილი, ეს შესაძლოა, ერთ მოულოდნელ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული: სიცხეზე.

სოციალური ფსიქოლოგიის ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, არაკომფორტული ცხელი გარემო ადამიანებს დახმარების გაწევის სურვილს უკარგავს.

ამ დრომდე ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩენა და თქვენც შეიძლება დაეთანხმოთ, რომ განსაკუთრებულად ცხელ დღეებში შესაძლოა, თქვენში აგრესიამ იმატოს. ეს პირველი კვლევაა, რომელიც ჰაერის ტემპერატურასა და სოციალურ აქტივობას შორის ცალსახა კავშირს აჩვენებს.

ამ კავშირის შესწავლისას ლიჰაისა და ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტების მკვლევარებმა სამი ექსპერიმენტი ჩაატარეს. პირველი ექსპერიმენტის ჩატარებისას მათ აღმოაჩინეს, რომ არაკომფორტულ, ცხელ გარემოში აღმოჩენილი მაღაზიის თანამშრომელთა 50%-ი, ნაკლებად გამოთქვამდა მომხმარებლის დახმარების სურვილს, რაც აქტიურ მოსმენასა და შეთავაზებების გაკეთებასაც გულისხმობდა.

მეორე ექსპერიმენტში, სიცხეზე გაფიქრებაც კი ახდენდა გავლენას დახმარების სურვილზე. საბოლოოდ მკველევარებმა გრილ და ცხელ ოთახებში მსხდომ სტუდენტებს კვლევის შევსება სთხოვეს, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს განვითარებაში დაეხმარებოდა. ცხელ ოთახში მჯდომ სტუდენტთა მხოლოდ 64% დათანხმდა ერთ კითხვაზე მაინც პასუხის გაცემას, გრილ ოთახში მსხდომთა 95%-ის საპირისპიროდ.

მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ცხელი და ჩახუთული ჰაერი დაღლილობის გრძნობას ზრდის და ხასიათს აფუჭებს.

ამ კავშირის აღმოჩენა ადამიანებს ქცევის კონტროლს შეძლებს. მენეჯერებს კი, სასურველი შედეგის მიღების სანაცვლოდ, კომფორტული პირობების შექმნისკენ უბიძგებს.