
გონიოში, ზღვაში 25 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა.
პარალელურად, უკვე მესამე დღეა გრძელდება ბათუმში, ზღვაში 45 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. იგი 3 ივლისს შევიდა ზღვაში.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მაშველებმა 10 ადამიანი გადაარჩინეს.