
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია დილიდან ცენტრის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ რიგში ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება და შემდეგ, ეტაპობრივად გახდება ცნობილი სხვა საგნების შედგებიც.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისთვის წელს 500-მდე მოქალაქე დაჯარიმდა. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ პატრონმა ცხოველის მიერ ფეკალიით დაბინძურებული გარემო არ დაასუფთავა, სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებს და მოქალაქის დაჯარიმება ხდება.
"ვაჯარიმებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოველის მოვლა-პატრონობის წესი დაარღვიეს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირად არის, მაგრამ ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვის მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერებაც ეტაპობრივად, თანდათან მატულობს. საამისოდ სააგენტომ ძალიან ბევრი ღონისძიება განახორციელა სოციალური თუ სხვა სახის რეკლამის განხორციელებით", - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, სააგენტომ წელს შინაური ცხოველების პატრონებზე 500-მდე საჯარიმო ქვითარი გამოწერა, რადგან მათ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესი დაარღვიეს.
ფხალაძის განმარტებით, ჯარიმის ოდენობა 8 ლარიდან იწყება და განსხვავებულია, ვინაიდან დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოხდა დაჯარიმება, იყო თუ არა განმეორების შემთხვევა და ასე შემდეგ.
მკითხველის კომენტარები
(0)