
საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში დღეს, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, 16:30 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდებიან. ცნობილია, რომ ვარსკვლავები სასტუმრო ”ბილტმორში” დაბინავდებიან. მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა არ იგეგმება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ვითიბი ბანკთან" და ლუდ "აისთან" ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს.
ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: კაფუ, ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.
საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების ფასია - 5, 10, 15 და 25 ლარი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დღევანდელ საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობას აქვეყნებს.
"შეხვედრა, სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ. საქველმოქმედო მატჩში თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.
"GFF XI"
მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი
მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი
"მსოფლიოს XI"
მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე
თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო
მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00-დან 21:00 საათის ჩათვლით). მატჩის პარტნიორები არიან: ვი-თი-ბი ბანკი და ლუდი აისი, ხოლო სპონსორები - თეგეტა-მოტორსი, სოკარი, ბორჯომი, ევექსი და M2. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" შემოგთავაზებთ", - აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2017 წლის 1 იანვრიდან 28 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებმა 176 ელექტრომობილი განაბაჟეს, როცა 2016 წელს, ქვეყანაში სულ 33 მათგანის შემოყვანა მოხდა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ელექტრომობილების მიმართ ინტერესი საკმაოდ გაზრდილია.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ყველაზე დიდ რაოდენობით, NISSAN-ის მარკის ელექტრომობილის შემოყვანა მოხდა. კერძოდ, 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებმა 164, ხოლო 2016 წელს, 24 NISSAN-ი განაბაჟეს.
"საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის," შალვა ოგბაიძის თქმით, NISSAN-ის ლიდერობა მის ფასსა და ხარისხს შორის შესაბამისობამ განაპირობა.
"2010-2011 წლების NISSAN LEAF-ის შეძენა 5 000$-დან 8 000$-ის ფარგლებში შეგიძლიათ და ამ თანხით მართლაც კარგ, ეკოლგიურ ავტომობილს ვყიდულობთ.
საქართველო, ნელ-ნელა ელექტრომობილების მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყანა ხდება
რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. ამ ტენდენციას ხელი ახალმა რეგულაციებმაც შეუწყო. მაგალითად, აქციზისა და პარკირების გადასახადის გაუქმებამ, ქალაქში ელექტროდამტენების დამონტაჟებამ, რაც კიდევ გაგრძელდება," - განმარტავს შალვა ოგბაიძე.
ელექტრომობილების ფასებსა და მონაცემების შესახებ ჩვენ ავტოიმპორტიორებსაც დავუკავშირდით, რომლებმაც რეკომენდაციები მოგვცეს. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, მოქალაქეებს კონკრეტულად NISSAN LEAF-ი შემოყავთ, რომელთა წლოვანებაც 2011-2015 წლებს შორის მერყეობს.
ავტომობილის ფასი, მის მონაცემებსა და გამოშვების წელზეა დამოკიდებული, თუმცა NISSAN LEAF-ს საშუალოდ 8 000$-ად შეიძენთ. რაც შეეხება მონაცემებს, ერთი დამუხტვით ავტომობილი საშუალოდ, 100-140 კილომეტრს გადის, რისთვისაც მას 2-2,50 ლარის ელექტროენერგია ესაჭიროება.
კომპანიებში განმარტავენ, რომ ამ ავტომობილის გამოყენებისას ელექტროენერგიის დაზოგვაც შეგიძლიათ. მაგალითად, დამუხრუჭებისას ავტომობილი ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯს მკვეთრად ამცირებს, კონდიცირებისა და ფარების გამოყენებისას კი ზრდის, რაც გადაადგილების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
2017 წლის იანვრიდან დღემდე, საქართველოში 4 FIAT 500-ი განაბაჟეს. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი, 2015 წელს გამოშვებული FIAT-ის ფასი დაახლოებით 7 000$-ია. ერთი დამუხტვისთვის ავტომობილი NISSAN-ის მსგავსად, დაახლოებით 2-დან 2,50 ლარამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც 100-120 კილომეტრის გასავლელად იყენებს.
RENAULT-ი ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა 2017 წელს ამ მარკის 3 ავტომობილის იმპორტირება მოხდა. 2014-2016 წლებში გამოშვებული RENAULT-ის ფასი დაახლოებით 15 000$-მდეა. ავტომობილი ერთი დამუხტვისთვის დაახლოებით, 2 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს და საშუალოდ, 120 კილომეტრს გადის.
2017 წელს საქართველოში თითო-თითო ელექტრო DOJO, TAZZARI, TESLA, THINK-ი და TOYOTA შემოიყვანეს.
DOJO ჩინური წარმოების ავტომობილია, THINK-ი ნორვეგიული, ხოლო TAZZARI იტალიური. მათი დატენვისთვის დაახლოებით, 2 ლარის ღირებულების ელექტროენერგია დაგჭირდებათ და დაახლოებით, 100-150 კილომეტრამდე გაივლით.
რაც შეეხება TOYOTA IQ-EV-ს, ის მცირე ზომის ელექტრომობილია. ავტოიმპორტიორთა ინფორმაციით, სულ ახალი, მოდელის შეძენა დაახლოებით 25 000$ დაგიჯდებათ. შესაძლებელია, ამ ავტომობილმა შეიძლება NISSAN LEAF-ზე მეტი მანძილიც გაიაროს და საშუალოდ, 1,50 ლარის ღირებულების ელექტროენერგია, 150 კმ-ის დასაფარად გამოიყენოს.
გარდა ამისა, 2016 წელს ჩვენი თანამოქალაქეები MITSUBISHI-საც ყიდულობენ. რამდენიმე წლის წინ, ჩამოყვანილი ერთ-ერთი მათგანით "საავტომობლო ფერედერაციის პრეზიდენტი," შალვა ოგბაიძეც გადაადგილდება. მისი თქმით, ამ ავტმობილის დამუხტვას დაახლოებით 1,50 ლარის ელექტროენერგია ესაჭიროება, რითიც ის 100 კილომეტრს გადის.
ყველას ვურჩევ, რომ ქალაქში გადაადგილებისთვის ელექტრომობილი შეიძინოს
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების დამუხტვა საქართველოში მიმდინარე წელს უფასოა. ელექტროდამტენების დამონტაჟებაზე პასუხისმგებელი კომპანია მათი რაოდენობის 100-მდე გაზრდას 2017 წლის ბოლომდე გეგმავს, ხოლო 2018 წლიდან დამტენების გამოყენება შესაძლოა, ფასიანი გახდეს.
მკითხველის კომენტარები
(1)
ჯანმრთელობის და ნასამართლეობის ცნობა?!