19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ | Allnews.Ge

მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ

მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ. როგორც ბავშვის ახლობლებმა განაცხადეს, 13 წლის ბიჭი გუშინ მეგობრებთან ერთად წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ და მას შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

"შეტყობინების მიღებისთანავე სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს დაუყოვნებლივ სამაშველო სამუშაოები. გადაკეტილია დამბები. მაშველები მთელ პერიმეტრზე, სრული ძალით არიან მობილიზებული და ახორციელებენ ბავშვის საძიებო სამუშაოებს. ძიება მიმდინარეობს მდინარის სიღრმეში", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.