07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
18.07.2017 / 13:07
შრიფტის ზომა:

მოსახლეობის 70%-ს ბინის შეძენის საშუალება არ აქვს

საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი აშკარას ხდის, რომ რეალურად, მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაშია ნათქვამი.

აღნიშნულ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, ტერიტორიული მოთხოვნის ანალიზია გაკეთებული, მათ შორის, საუბარია საცხოვრებელ მიწებზე მოთხოვნაზე.

"დემოგრაფიულ პროგნოზსა და ჯგუფის განვითარებითი ხედვის საფუძველზე დადგინდა დაბალი, საშუალო და მაღალი სართულიანობის საცხოვრისისათვის ოპტიმალური ტერიტორიული განაწილება. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებული საბაზრო მდგომარეობით საცხოვრებელი არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის სულ მცირე 30%-სთვის. საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი კი აშკარას ხდის, რომ რეალურად მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. მომავალ წლებში აუცილებელი იქნება მოცემული პრობლემის ადეკვატური გადაჭრის გზების შემუშავება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ასევე, ამ საკითხის დამუშავებისას მნიშვნელოვანია სოციალური სეგრეგაციის საფრთხეების გათვალისწინება. საბაზრო პროდუქტისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა, ასევე, ხელს უწყობს სოციალურ სეგრეგაციასა და საქალაქო სივრცის ფრაგმენტაციას. ახალი საბინაო რესურსების ათვისება ხდება არამიზნობრივად და შედეგად ქალაქის საცხოვრებელი ბინების დიდი ნაწილი (10%) წარმოადგენს ე.წ "დაკეტილ ბინებს". მიუხედავად იმისა, რომ ბინებით ვაჭრობა მყისიერ დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათი შემდგომი, ფუნქციის შეუსაბამო გამოყენება ზრდის ქალაქის ინფრასტრუქტურასთან და საგზაო სისტემებთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ამდენად, მსგავსი განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად გამართლებულად ვერ ჩაითვლება.

ასევე, არაპირდაპირი მოთხოვნის ხარჯზე მუდმივად ზრდადი საბინაო ბაზარი იწვევს საქალაქო სივრცისა და მომიჯნავე გარემოს დეგრადირებას და მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე მოსახლეთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია, საბინაო მშენებლობის შეზღუდვა და მისი მიმართვა ქალაქის ურბანიზებული ნაწილის შიდა ტერიტორიულ რესურსზე, არსებული სტრუქტურული ფრაგმენტაციის აღმოფხვრისათვის", - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.

მკითხველის კომენტარები
(1)

თეკლა
19 ივლისი , 2017 13:07

ძალიან ქაოსია მართლა ბინების ყიდვა გაყიდვის საქმეში.მცირე ფართის ბინები აშენებამდე თითქმის გაყიდულია,მაგრამ ბინას უბინაო პიროვნება კი არ ყიდულობს.არამედ ყიდულობს გადამყიდველი ბანკით.იგიგაარემონტებს და აქირავებს,ან თუ სარფიანი კლიენტი ნახა გაყიდის.ასე აგრძელებს მუდმივად და ერთი ადამიანის ხელში იყრის თავს რამოდენიმე ბინა,და უსახლკარო ისევ რჩება უსახლკაროდ,ბანკების მიდგომაც არასწორია,თუ გაქვს 1000 ლარი შემოსავალი თვეში ისეთ მცირე თანხას გაძლევენ სესხს რომ შავ კარკასსაც ვერ იყიდი.იმ მრავალი ბინის პატრონს კი ბინებს ადებინებს იპოთეკაში და სესხის მიცემა პრობლემა არ არის, ასე თი აბდაუბდა ჯაჭვია ახლართული და მრავალი ბინა დაკეტილი ხდება ქალაქში და საგანგაშო % უსახლკაროდაა დარჩენილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მოსახლეობის 70%-ს ბინის შეძენის საშუალება არ აქვს | Allnews.Ge