29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
20.07.2017 / 07:07
შრიფტის ზომა:

"თერჯოლამედში" გარდაცვლილი 2 წლის გოგონას ოჯახი სამედიცინო დაწესებულების დახურვას ითხოვს

"თერჯოლამედში" გარდაცვლილი 2 წლის გოგონას ოჯახი სამედიცინო დაწესებულების დახურვას ითხოვს. ორი დღის წინ თერჯოლაში გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების თქმით, თერჯოლის სამედიცინო ცენტრი "თერჯოლამედი" საერთოდ უნდა დაიხუროს, რადგან იქ არაპროფესიონალები მუშაობენ.

"ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ კი ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გვეუბნებიან, ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. პასუხი უნდა მოეთხოვოს ანესთეზიოლოგს. მისი ბრალია ეს ყველაფერი", - აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები.

"თერჯოლამედში" ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დაწესებულების დირექტორი კი, მედპერსონალის არაპროფესიონალიზმს გამორიცხავს.

"ოპერაცია საათნახევარი მიმდინარეობდა და ცოტა იყო დარჩენილი, როდესაც დაფიქსირდა სავალალო შედეგი - გული გაჩერდა. პაციენტის ისტორია სააგენტოს წარმომადგენლებს გადავეცით. მომხდარის მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს," - აცხადებს "თერჯოლამედის" დირექტორი.

თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"თერჯოლამედში" გარდაცვლილი 2 წლის გოგონას ოჯახი სამედიცინო დაწესებულების დახურვას ითხოვს | Allnews.Ge