საზოგადოება
10.02.2017 / 06:02
შრიფტის ზომა:

6 სამხედრო მოსამსახურე ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად დაშავდა

6 სამხედრო მოსამსახურე ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად დაშავდა

მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.

"ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მე-400 მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათი ცნობით, შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის უფროსი დავით კარიაული იმყოფებოდნენ.

მკითხველის კომენტარები
(1)

მეგზური
11 მაისი , 2018 19:05

ეს ის ბატონი არ არის ძლივს რომ დაალაგა<br />ქვეყანა და ქოცებმა რომ დაუწუნეს ????

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა სახის დარღვევებია მძღოლებს შორის ყველაზე ხშირი | Allnews.Ge

რა სახის დარღვევებია მძღოლებს შორის ყველაზე ხშირი

მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა. როგორც შსს-ში განაცხადეს, პირველი ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, მძღოლები ყველაზე ხშირად, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველიდან 7 ივლისის ჩათვლით ყველაზე მეტი ჯარიმა, კერძოდ 2436, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაიწერა. აღნიშნული დარღვევის გამო კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად მძღოლებს მართვის მოწმობაზე 5 ქულა ჩამოაკლდებათ.

შსს-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქულათა სისტემის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც შეადარეს, რომლის მიხედვითაც 24 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 2780 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა.