საზოგადოება
25.07.2017 / 06:07
შრიფტის ზომა:

განმუხური-სარფის მონაკვეთზე დელფინების ნაპირზე გამორიყვის 67 ფაქტი დაფიქსირდა

მიმდინარე წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) ნაპირზე გამორიყვის 67 ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინის გამორიყვის ფაქტი დღესაც დაფიქსირდა. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ივლისში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის რამდენიმე შემთხვევა ისევ დაფიქსირდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით, რომელიც შავ ზღვაშია გავრცელებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

2011 წელს მკვდარი დელფინების გამორიყვის 111 შემთხვევა დაფიქსირდა, 2012 წელს - 173, ხოლო 2016 წელს - 77 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ წელს უკრაინის სანაპირო ზოლზე დელფინების გამორიყვის 190 შემთხვევა დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ლაბორატორიებთან, რათა დეტალურად იქნეს შესწავლილი დელფინთა სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები. სანაპირო ზოლში დელფინთა გამორიყვის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

განმუხური-სარფის მონაკვეთზე დელფინების ნაპირზე გამორიყვის 67 ფაქტი დაფიქსირდა | Allnews.Ge