
2017 წლის 25 ივლისს, ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ. რ.-ს მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია. ამის შემდეგ მან სხეულის დაზიანებები ყოფილ ცოლს, ო.რ-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმითა და რამდენიმე გასროლით მიაყენა, -ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მისი ყოფილი ცოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ა.გ. სამართალდამცველებმა ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2017 წლის 25 ივლისს, ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ. რ.-ს მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია. ამის შემდეგ მან სხეულის დაზიანებები ყოფილ ცოლს, ო.რ-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმითა და რამდენიმე გასროლით მიაყენა, -ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მისი ყოფილი ცოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ა.გ. სამართალდამცველებმა ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები
(0)