
2017 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის 297 ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარი უკანონოდ ყველაზე დიდი რაოდენობით, საქართველოს 215 -მა მოქალაქემ გადაკვეთა, შემდეგ მოდის რუსეთის 40 და თურქეთის 10 მოქალაქე. ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ირანის 8 და ეგვიპტის 6-მა მოქალაქემაც სცადა. შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კანონის დარღვევით შემოსვლის მცდელობა სომხეთის 5, აზერბაიჯანის 5 და ინდოეთის 2 მოქალაქის შემთხვევაშიც აღიკვეთა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობის ფაქტი წელს დიდი ბრიტანეთის, ქუვეითის, ნიგერიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, რუმინეთის, სომალის, უკრაინისა და ყირგიზეთის თითო-თითო მოქალაქესაც დაუფიქსრიდა.