საზოგადოება
02.11.2018 / 10:11
შრიფტის ზომა:

ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი - იხილეთ შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი - იხილეთ შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება - აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ მიაწოდა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, 3 ნოემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე შენარჩუნდება აღმოსავლეთის ქარი, რომელიც ზოგან დროგამოშვებით ძლიერად იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა კვლავ თბილია და მაქსიმალური ტემპერატურა 22-27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

"აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ დღის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ რაიონებს, კახეთსა და მათ შორის თბილისს, არის ღრუბლიანი ამინდი მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით მოიმატებს და ნავარაუდებია 9-დან 14 გრადუსამდე სითბო. შიდა ქართლში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით ძლიერი", - თქვა დოდო გვაზავამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

4 ნოემბერს უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, სუსტი ქარი იქროლებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 14-დან 18 გრადუსამდე. უნალექო ამინდები შენარჩუნდება შემდეგ დღეებშიც მთელ საქართველოში.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ხვალ დღის პირველ ნახევარში იქნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს დაახლოებით 11 გრადუსია, ხვალ მოსალოდნელია 11-დან 13 გრადუსამდე. 4 ნოემბერს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, მინიმალური ტემპერატურა ღამით მოსალოდნელია 6 გრადუსი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა კი იქნება 15-17 გრადუსი სითბო.

მკითხველის კომენტარები
(1)

ქებურია
04 აგვისტო , 2017 10:08

სიტი-პარკი რომ წავიდეს, სანამ შენ საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებ, მანამდე ქალაქს რა ეშველება?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისის მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს - ალეკო ელისაშვილი | Allnews.Ge

თბილისის მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს - ალეკო ელისაშვილი

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს, რომელიც "თბილისის მიკროავტობუსის" მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

როგორც ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერიასა და მაქაცარაიას შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ამ კომპანიის პრეზენტაცია მიმდინარე თვეში იგეგმება.

ელისაშვილის თქმით, "სითი პარკის" საკომპენსაციო 25 მილიონ ლარსაც სწორედ მაქაცარია გადაიხდის.

ელისაშვილი აღნიშნულ მოლაპარაკებებს უარყოფითად აფასებს და დედაქალაქის საპარკინგო კომპანიის გამოსავლენად საერთაშორისო ტენდერის ჩატარებას მოითხოვს.

"ჩემი პირველი გადაწყვეტილება იქნება "სითი პარკის" ქალაქიდან გაშვება. "ქართული ოცნება" ცდილობს შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც არის "თბილისის მიკროავტობუსის" მფლობელი.

ამ გარიგებით, "სითი პარკს" ჩაანაცვლებს მისი კომპანია. "ქართული ოცნება" აპირებს ეს გარიგება წარმოაჩინოს, როგორც ერთ-ერთი დიდი გამარჯვება. ყველამ კარგად ვიცით ხვიჩა მაქაცარია რა სერვისს სთავაზობს თავისი კომპანიის სახით და რა დღეში აგდებს კაბალური ხელშეკრულებებით მძღოლებს. ეს არის დაუშვებელი. მინდა გავაფრთხილო ხვიჩა მაქაცარიაც და "ქართული ოცნებაც", რომ ეს ბნელი და საეჭვო გარიგება აუცილებლად გაუქმდება. ჩვენი შეთავაზება და კატეგორიული მოთხოვნაა, რომ "სითი პარკის" გასვლის შემდეგ გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი",- განაცხადა ელისაშვილმა.