01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.08.2017 / 11:08
შრიფტის ზომა:

სოფელ ზემო არცევთან თხრილის გავლება დაიწყეს

სოფელ ზემო არცევის განაპირას რუსული საჯარისო დანაყოფების წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით, თხრილის გავლება დაიწყეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლები ამჯერად არ გადმოსულან და თხრილებს იმ ადგილას ავლებენ, რომელსაც 2008 წლის ომის შემდგომ საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

რამდენიმესაათიანი სამუშაოების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიის აღნიშნული მონაკვეთი რუსული საჯარისო დანაყოფების წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ანალოგიური თხრილები დაახლოებით ერთი თვის წინ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის და ქარელის რაიონებში რამდენიმე მონაკვეთზე გაავლეს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება 18 აგვისტოს ჩათვლით არის დაგეგმილი და თხრილების გავლება ხანძრის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სოფელ ზემო არცევთან თხრილის გავლება დაიწყეს | Allnews.Ge