
ზუგდიდის საავადმყოფოში განმუხურიდან გუშინ გამთენიისას ჰოსპიტალიზებული ახალგაზრდა გოგონა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ჰოსპიტალში გუშინ მთელი დღის განმავლობაში კიდევ 5 პაციენტი გადაიყვანეს, რომელთაგან 3-ს სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნებოდა, 2 კი დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით მოათავსეს. ხუთივე მათგანი მალევე გაწერეს.
ექიმების განცხადებით, დარჩენილ პაციენტსაც, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი "ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.