02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბოლო 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა | Allnews.Ge

ბოლო 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა

2017 წლის 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა. შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საზღვარზე 6 თვეში სულ 7631 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეებს ეთქვა და ამ მაჩვენებელმა 571 შედგინა, შემდეგ მოდის თურქეთი - 492; აზერბაიჯანი - 418; რუსეთი - 230, სირია - 175 და უზბეკეთი - 171.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი სამართალდარღვევა საქართველოში შემოსვლაზე უარს ეხება. შემდეგ მოდის დეპორტაცია, სავიზო რეჟიმის და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა.