05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მთაწმინდაზე გუშინ ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა | Allnews.Ge

მთაწმინდაზე გუშინ ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა

მთაწმინდაზე გუშინ საღამოს ძლიერი ხანძარი იყო, რის შედეგადაც ორ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განაცხადა, სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მისი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტარი. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, როგორც მერაბ მალანიამ განმარტა, "ვერსია უამრავია, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს".