
გურჯაანის სოფელ ნანიანში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი იმ საცხობში აღმოაჩინეს, რომელშიც ის მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ოჯახმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა. გარდაცვლილი ექსპერტმა ადგილზე დაათვალიერა.
უწყებიდან მიღებული ცნობით, მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.