
ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების უმეტესობა ამ დროისთვის დაკეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მენეჯერმა ნინო სიხარულიძემ განუცხადა, ახალ აღმაშენებელზე პრობლემები 16 კაფეს შეექმნა და აქედან 14-ის მფლობელი უცხოელია.
მისი ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერიიდან მიუვიდათ წერილი, რომლის თანახმად აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო ზონიდან უნდა მოხდეს მაგიდებისა და სკამების აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
კაფეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ნებართვის აღების მოთხოვნით უკვე მიმართეს სახელმწიფოს, თუმცა პასუხი აგვიანებს, ხოლო რეალურად დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"დღეიდან გვეკრძალება უკვე გარე ტერიტორიის გამოყენება. ჩვენ ერთი კვირის წინ მივიღეთ გაფრთხილება, რომ თუ ერთ კვირაში ნებართვა არ გვექნება, ან ჯარიმას გადავიხდით, ან დავიკეტებით. თავიდან, როდესაც მოვედით, მერიამ გვითხრა, რომ ხელს შეგვიწყობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ერთ კვირაში ფიზიკურად ვერ შევძლებდით ნებართვის აღებას. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ნებართვის შესახებ განცხადება, თუმცა გაფრთხილება მაინც მოგვივიდა. მსგავსი ტიპის პრობლემა 16 კაფეს შეექმნა, აქედან 14 მათგანს უცხოელი მფლობელი ჰყავს, რაც ეჭვებს ბადებს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება", - განაცხადა ნინო სიხარულიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ მერიაში.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გოგა უკლებას განცხადებით, ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს და "საგანგაშო არაფერი ხდება". როგორც გოგა უკლებამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და მსგავსი ღონისძიება განხორციელდა შარდენზე, რკინის რიგში, ბამბის რიგში და ა.შ.
მისივე თქმით, 16 სუბიექტიდან, რომლების მიმართაც საქმის წარმოება დაიწყო, 9 უცხოეთის მოქალაქეა, 7 - საქართველოს მოქალაქე.
"შიგნით კაფეების მუშაობას არანაირი პრობლემა არ ექმნება, უბრალოდ ღია კაფეების განთავსებასთან არის პრობლემა, რადგან ისინი უნებართვოა. ამ ღონისძიების მიზანია ახალი აღმაშენებლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, როგორც ეს განხორციელდა შარდენზე, რკინის რიგში, ბამბის რიგში და ა. შ. არაფერი ახალი და საგანგაშო აქ არ ხდება. სულ უცხოელები არიანო რომ თქვეს, ამ 16-დან 9 ნამდვილად არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო 7 საქართველოს მოქალაქეა. ეს არის საწყისი, მივყვებით და ყველას ერთ, კანონის ჩარჩოში მოვაქცევთ", - განაცხადა გოგა უკლებამ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების უმეტესობა ამ დროისთვის დაკეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მენეჯერმა ნინო სიხარულიძემ განუცხადა, ახალ აღმაშენებელზე პრობლემები 16 კაფეს შეექმნა და აქედან 14-ის მფლობელი უცხოელია.
მისი ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერიიდან მიუვიდათ წერილი, რომლის თანახმად აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო ზონიდან უნდა მოხდეს მაგიდებისა და სკამების აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
კაფეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ნებართვის აღების მოთხოვნით უკვე მიმართეს სახელმწიფოს, თუმცა პასუხი აგვიანებს, ხოლო რეალურად დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან.
"დღეიდან გვეკრძალება უკვე გარე ტერიტორიის გამოყენება. ჩვენ ერთი კვირის წინ მივიღეთ გაფრთხილება, რომ თუ ერთ კვირაში ნებართვა არ გვექნება, ან ჯარიმას გადავიხდით, ან დავიკეტებით. თავიდან, როდესაც მოვედით, მერიამ გვითხრა, რომ ხელს შეგვიწყობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ერთ კვირაში ფიზიკურად ვერ შევძლებდით ნებართვის აღებას. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ნებართვის შესახებ განცხადება, თუმცა გაფრთხილება მაინც მოგვივიდა. მსგავსი ტიპის პრობლემა 16 კაფეს შეექმნა, აქედან 14 მათგანს უცხოელი მფლობელი ჰყავს, რაც ეჭვებს ბადებს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება", - განაცხადა ნინო სიხარულიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ მერიაში.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გოგა უკლებას განცხადებით, ახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს და "საგანგაშო არაფერი ხდება". როგორც გოგა უკლებამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და მსგავსი ღონისძიება განხორციელდა შარდენზე, რკინის რიგში, ბამბის რიგში და ა.შ.
მისივე თქმით, 16 სუბიექტიდან, რომლების მიმართაც საქმის წარმოება დაიწყო, 9 უცხოეთის მოქალაქეა, 7 - საქართველოს მოქალაქე.
"შიგნით კაფეების მუშაობას არანაირი პრობლემა არ ექმნება, უბრალოდ ღია კაფეების განთავსებასთან არის პრობლემა, რადგან ისინი უნებართვოა. ამ ღონისძიების მიზანია ახალი აღმაშენებლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, როგორც ეს განხორციელდა შარდენზე, რკინის რიგში, ბამბის რიგში და ა. შ. არაფერი ახალი და საგანგაშო აქ არ ხდება. სულ უცხოელები არიანო რომ თქვეს, ამ 16-დან 9 ნამდვილად არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო 7 საქართველოს მოქალაქეა. ეს არის საწყისი, მივყვებით და ყველას ერთ, კანონის ჩარჩოში მოვაქცევთ", - განაცხადა გოგა უკლებამ.
მკითხველის კომენტარები
(0)