
2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან მიღწეული მოლაპარაკებებისა და კომპანიის მიერ ავიაპარკის შევსების შემდეგ იქნება მიღებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე აცხადებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისაც. Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე ვესაუბრებით", - აცხადებს ქეთი ალექსიძე.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დარიალის ხეობაში ამჟამად სტაბილური ვითარებაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ განუცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ადგილზე მაინც იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.
"ამჟამად არის სტაბილური ვითარება, წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. ჩვენი სპეციალისტები მაინც ადგილზე იმყოფებიან. ადრეული გაფრთხილების სისტემა ფუნქციონირებს. იმ შემთხვევაში თუ რაიმე გართულებას და ინტენსიურ ღვარცოფულ მოვლენებს ექნება ადგილი, ავტომატურ რეჟიმში, სიგნალი მიეწოდებათ შესაბამის უწყებებს. ამ პერიოდში არის სრული სიმშვიდე, გზა გახსნილია და რაიმე სპეციალური რეჟიმის შემოღებას სააგენტო აღარ გეგმავს", - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.
მისივე თქმით, მაისიდან ნოემბრის დასაწყისამდე მყინვარის ინტენსიური დნობის მაღალი რისკებია და არის მაღალი რისკის ზონა, შესაბამისად, წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს, შეუძლებელია.
"რა მომენტში და რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს ამას წინასწარ ვერ ვიტყვით. ამისთვის არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა. როგორც კი რაიმე დაფიქსირდება, სიგნალი მიეწოდება შესაბამის უწყებებს", - განაცხადა ბაგრატიამ.
მკითხველის კომენტარები
(0)