25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
15.08.2017 / 10:08
შრიფტის ზომა:

საპატრულო პოლიცია განმარტავს, როგორ მოახდენს პოლიცია ხმაურზე რეაგირებას

საპატრულო პოლიცია იმ ქმედებებს განმარტავს, თუ როგორ მოახდენს პოლიცია ხმაურის კანონის შესაბამისად სამართალდარღვევაზე რეაგირებას. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გრიგოლ შაბურიშვილმა განუცხადა, შესაბამის გამოძახებაზე ის საპატრულო ეკიპაჟი გავა, რომელიც შესაბამისი ხელსაწყოთი იქნება აღჭურვილი და ხმაურის დონის გაზომვის შემდეგ დადგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის სამართალდარღვევას.

"საპატრულო პოლიციის რეაგირების ინსტრუქტაჟი გაწერილია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა. პატრულ-ინსპექტორები აღნიშნული ინსტრუქტაჟით მოქმედებენ. სამართალდარღვევაზე რეაგირება გამოძახების შემდეგ მოხდება. შესაბამისი ხელსაწყოთი აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდება ადგილზე, უნდა მოხდეს ხმაურის დონის გაზომვა. დაფიქსირებული მონაცემის შედარება მოხდება უკვე არსებულ ცხრილთან. ამ ქმედებების შედეგად დადგინდება გვაქვს თუ არა სამართალდარღვევა სახეზე", - განაცხადა შაბურიშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, ხმაურის დონის გამზომი მოწყობილობებით, ყველა საპატრულო ეკიპაჟის აღჭურვის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

"ყველა საპატრულო ეკიპაჟი არ არის აღჭურვილი ამ ხელსაწყოთი და დღევანდელ დღეს ამის საჭიროებაც არ დგას. თუმცა არის ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რათა სამართალდარღვევაზე რეაგირება მოვახდინოთ. პირველ შემთხვევაზე მოხდება გაფრთხილება, წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება", - აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ.

მკითხველის კომენტარები
(2)

მაკა
15 აგვისტო , 2017 16:08

რაიონებში როგორაა საქმე???

111
15 აგვისტო , 2017 11:08

მორიგი სისულელე

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საპატრულო პოლიცია განმარტავს, როგორ მოახდენს პოლიცია ხმაურზე რეაგირებას | Allnews.Ge