პოლიტიკა
23.03.2017 / 06:03
შრიფტის ზომა:

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.

"მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში უკვე დაწყებულია ერთიანი მომსახურეობის ოფისის შექმნის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი.

ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტროების გადატანა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი.

მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

უამინდობის გამო დღეს 4 შიდა ავიარეისი გაუქმდა | Allnews.Ge

უამინდობის გამო დღეს 4 შიდა ავიარეისი გაუქმდა

უამინდობის გამო საქართველოში დღეს 4 შიდა ავიარეისი გაუქმდა, - ამის შესახებ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეეხო ნატახტარი-ამბროლაურის, ამბროლაური-ნატახტრისა და ასევე ნატახტარი-მესტიისა და მესტია-ნატახტრის მიმართულებებს.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ექვსჯერ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება, ხოლო ამბროლაურის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ - სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.