
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტების ნაწილს, დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, 15 აგვისტოს, 16:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა საბურთალოს რაიონში:
მერაბ ალექსიძის ქუჩა, ბერბუკის ქუჩა №8, №10, მერაბ კოსტავას ქუჩა №71ა, №72ა, პავლე ასლანიდის ქუჩა №19/21, №23/25, №29, №29ა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №22, პლატონ იოსელიანის ქუჩა №2, №12/14, იყალთოს ქუჩა №8, №7/9, №44ბ/44ა, ტეხურის, სიმონ ჩიქოვანის, ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეების, ჭიათურის, ჩაილურის, პანკისის, ახალშენის, ნატახტარის, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩა №7, ოთარ ონიაშვილის ქუჩა №1, №25/27, №31, №34, №57, №61, №62, №67, ჟიული შარტავას ქუჩა №40, №41, №68, №71, სიმონ კანდელაკის ქუჩა №7, იური გაგარინის, ვიტალი დარასელიას, სოკრატ არშბასა, ოჩამჩირის, ვიქტორ დოლიძის, პეკინის, ადამ მიცკევიჩის, ანა კალანდაძის, თინა იოსებიძის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, დავით გამრეკელის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა №6, №9, №11, №13, №13ბ, №14, №15, №15ა, №16, საირმის ქუჩა №2, №30/32, საირმისა და მიხეილ ბურძგლას ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I და II სასწავლო კორპუსებს, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტსა და სხვა კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება 16 აგვისტოს, 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.