
თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად სამართალდამცველებმა კიდევ ერთი სპეცოპერაცია ფონიჭალაში ჩაატარეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული.
სამინისტროში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თუ რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული დაკავებულის ჩხრეკისას.