ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ სავარაუდოდ თანამდებობა დატოვა
არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი ჩოგოვაძის მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, GEM Fest-ს უკავშირდება. ფესტივალი 1 900 000 ლარით სწორედ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.
ფესტივალზე დასაქმებულები კუთვნილი თანხის მიღებას რამდენიმე დღეა ითხოვენ და საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.
თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი ჩოგოვაძე კვლავ რჩება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.
მკითხველის კომენტარები
(0)