02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გიორგი ჩოგოვაძის პირველი კომენტარი მის შესაძლო გადადგომაზე | Allnews.Ge

გიორგი ჩოგოვაძის პირველი კომენტარი მის შესაძლო გადადგომაზე

არ მგონია, რომ სწორი იყოს საქართველოში ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც "ჯემ ფესტის" პროექტს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ "ჯემ ფესტთან" დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

კითხვაზე, ვრცელდებოდა ინფორმაციას მასსა და ეკონიმიკის მინისტრს შორის არსებულ შიდა დაპირისპირებაზე, რაც გიორგი ჩოგოვაძემ უარყო და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, რომლის გუნდსაც ის თავად წარმოადგენს და მომავალში ერთობლივად გუნდთან ერთად საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის დიდ საქმეებს გააკეთებენ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეაფასებს ის "ჯემ ფესტს", გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნულ პროექტს ჰყავს პასუხისმგებელი პირები. "ჯემ ფესტის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. როდესაც მოხდება სწორედ ამ ადამიანების მიერ ამის გაანალიზება და შეფასება, შემდეგ გაკეთდება ოფიციალური კომენტარები", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

კითხვაზე, "ჯემ ფესტისთვის" გადარიცხულ თანხას უტარდებოდა თუ არა მოინიტორინგი, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან - არა".

მისი თქმით, ის თანამდებობას არ ტოვებს.

"ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული არ იყო ტურიზმის ადმინისტრაციისთვის", - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება მისი შემცვლელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ჩოგოვაძის განცხადებით, ის პირადად და მთელი გუნდი აგრძელებს მუშაობას ტურიზმის განვითარებისთვის.

"მთელი გუნდი აგრძელებს ბოლო წლებში დაწყებულ ამ დიდ საქმეს, რომელიც წელს დასრულდება 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურით. მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის ჩვენ ტურიზმის სფეროში", - განაცხადა ჩოგოვაძემ.