28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
25.11.2016 / 10:11
შრიფტის ზომა:

"შავი პარასკევი" საქართველოში - რა ფასდაკლებებს გვთავაზობს მაღაზიები თბილისში

"შავი პარასკევი" საქართველოში - რა ფასდაკლებებს გვთავაზობს მაღაზიები თბილისში

"შავი პარასკევი", რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო. როგორც "თბილისი მოლისა" და "ისთ-ფოინთის" სავაჭრო ცენტრებში ამბობენ, მომხმარებელთა აქტიურობა უკვე შეინიშნება, თუმცა, მათი რაოდენობის ზრდას საღამოს საათებში უფრო მეტად ელიან.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, "შავ პარასკევს" მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 20-30% - იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

"ისთ ფოინთში" სხვადასხვა მაღაზიებში ძირითადად 20-30-50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მაგალითად, "სუპერი", "მანგო", "დიო ჯი", "კენარი", "რონიკო" და სხვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

50%-მდე ფასდაკლებით შეუძლია სარგებლობა მომხმარებელს, LC Waikiki-ის "ისთ ფოინთის" ფილიალში. თუმცა, არის 80 და 90%-იანი ფასდაკლებებიც. მაგალითად, 40%-90% ფასდაკლებაა Gloria Jeans& Gee Jay Tbilisi-ში; ხოლო 80%-მდე ფასდაკლებაა კარფურის" ფილიალში ტექნიკაზე.

"თბილისი-მოლის" სავაჭრო ცენტრის ცნობით, ფასდაკლებები არ არის ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა "ბერშკა", "ზარა", "მასიმო დუტი", "სტრადივარიუსი", Oysho და Pull&Bear. თუმცა, სხვა ქვეყნებში ამ ბრენდებსაც აქვთ ფასდაკლება გამოცხადებული. მაგალითად, როგორც "ბერშკას" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ფეხსაცმელების შეძენა შავ პარასკევს 30%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ტანსაცმლის შერჩეული მოდელების ყიდვა 50%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. "ზარა"-ს მაღაზიებში ამერიკაში 30%-იანი, ბრიტანეთში კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ასევე ფასდაკლებებია Pull&Bearრ-ში, რომლის სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებშიც უმეტესად 20%-იანი ფასდაკლებებია.

ასევე გარკვეული შეზღუდვა აქვს ფასდაკლებებზე შემდეგ მაღაზიებს : Giordano, Nike და Puma, სადაც "შავ პარასკევს" მხოლოდ Mastercard-ის ბარათის მფლობელებს შეუძლიათ 30%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა.

TBILISI MALL-ში მაღაზიათა უმეტესობას, მათ შორის "ალდოს", "ავთანდილს", "დიო ჯისა" და "მანგოს" ასევე 20-30-50 %-იანი ფასდაკლება აქვთ.

Lee& Wrangler და Levis "თბილისი მოლის" ფილიალებში მოქალაქეებს ახალი კოლექციის შერჩეულ ნივთებზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. LC Waikiki-სა და New Yorker-ში კი შერჩეულ ნივთებზე 50%-იანი ფასდაკლებაა დაწესებული.

ყველაზე მაღალი ფასდაკლება, რომლითაც მომხმარებელი "თბილისი მოლში" შავ პარასკევს ისარგებლებს, 70% და 80%-იანი ფასდაკლებაა. მაგალითად, Melissa სთავაზობს ადამიანებს 80%-მდე ფასდაკლებას; Men's shop -ი 30% - 50% - 70% -იან ფასდაკლებებს; ხოლო Lapin House-ს 50-70%-იანი ფასდაკლება აქვს ძველ კოლექციაზე, ხოლო ახალზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს პეკინზე მდებარე ბრენდულ მაღაზიებშიც, სადაც უმეტესად 10-20%-იანი ფასდაკლებაა. კერძოდ, Jeans Wragler Lee-ს პეკინის ფილიალში ზედებზე - 10%-იანი ფასდაკლება; ხოლო შარვლებზე - 20%-იანი ფასდაკლებაა. "ელსივაიკიკიში" "შავ პარასკევთან" დაკავშირებით სპეციალური მაგიდა დგას, რომელზეც არსებული ტანსაცმელის შეძენაც 50%-მდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. "ისი პარის" ზოგიერთ პროდუქტზე აქვს 20-დან 25%-მდე ფასდაკლება. იხილეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ძლიერი ხანძრის შედეგები ისნის ბაზრობაზე - ფოტოები ადგილიდან | Allnews.Ge

ძლიერი ხანძრის შედეგები ისნის ბაზრობაზე - ფოტოები ადგილიდან

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი ფილიალის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა, ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით ე.წ დაშლილების ტერიტორიაზე გაჩნდა.