02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
21.08.2017 / 06:08
შრიფტის ზომა:

რა ხდება ამჟამად ბორჯომში, სადაც ხანძარი 2 ჰექტარზეა მოდებული

სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნახანძრალ ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში განაცხადეს, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრის ადგილამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაობები. დილის 6 საათიდან ადგილზე ვერტმფრენი და სამაშველო სამსახურები აგრძელებდნენ მუშაობას.

მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ხანძრის ლოკალიზებას სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე ცდილობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. შეყვანილია მძიმე ტექნიკა. ღამით დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო და ჯამში, ახლა 200-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას. გამთენიისას მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა. ვფიქრობთ, უახლოეს საათებში მოხდება ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია, როგორც სამცხე-ჯავახეთი, ასევე შიდა ქართლი და თბილისი. მთელი საქართველოს მასშტაბითაა მობილიზებული სახანძრო ბრიგადები", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში ხანძარი 2 – 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ამ კონტექსტში, გვაზავამ არასწორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იწვის დაახლოებით 5 ჰექტრამდე ტერიტორია.

მისივე განმარტებით, ტყის მასივი გადარჩენილია და ცეცხლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტერიტორიას და ბუჩქნარს უკიდია.

"დაახლოებით 2 – 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული და არა 5 ჰექტარზე, როგორც ითქვა. აქ ვარ ორი დღეა და ეს არასწორი ინფორმაციაა. ძირითადად ტყის მასივი გადარჩენილია. დაიწვა ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა - სოფელ ყვიბისის მხრიდან გაიწმინდა და გაიჭრა გზა და დაახლოებით 10-12 მანქანა უკვე ავიდა ხანძრის კერამდე. დილიდან ვერტმფრენიც მუშაობს და მივდივართ ხანძრის ლოკალიზაციისკენ", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ჩაქრობა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხერხდება.

"ახლა ოდნავ ნიავია, მაგრამ მზიანი ამინდია და ვვარაუდობთ, რომ დღის მეორე ნახევარში მოხდება ლოკალიზება", - აღნიშნა გვაზავამ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა ხდება ამჟამად ბორჯომში, სადაც ხანძარი 2 ჰექტარზეა მოდებული | Allnews.Ge