26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
22.08.2017 / 07:08
შრიფტის ზომა:

საქართველოში მობილურით საუბარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია

საქართველოში ორი მთავარი კონკურენტი მობილური ოპერატორი მომხმარებელს ერთ წუთზე ერთსა და იმავე ტარიფს, 24 თეთრს სთავაზობს, რაც საქართველოს ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის განცხადებით, საკმაოდ ძვირია. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მსგავსი ტარიფებით, კომპანიები მომხმარებლის უფლებებს არღვევენ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი შესაბამის ზომებს არ მიმართავს. აფბას ვიცე–პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე ქვეყანაში მობილური ოპერატორების მიერ ტარიფების დადგენის დინამიკას წლებია სწავლობს. მან ტელეფონზე საუბრის ღირებულების სიძვირის მიზეზებსა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

რამდენად ხელსაყრელია მომხმარებლისთვის დღეს მთავარი კონკურენტების მიერ დაწესებული ტარიფები?

საქართველოს ბაზარზე მობილური ოპერატორები უკვე წლებია, მაღალი ტარიფებით ოპერირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ტარიფების შემცირებისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, რაც სასაუბრო პაკეტების დანერგვას გულისხმობს, წუთობრივი საუბარი მაინც საკმაოდ ძვირია. დაახლოებით, 10 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფიჭური კავშირგაბმულობა კარგად არ იყო განვითარებული, ჩვენთან ერთი წუთის ღირებულების ზედა ზღვარი 30 თეთრი იყო, რაც მოგვიანებით 28 თეთრამდე შემცირდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჩვენ მაშინ კვლევა ჩავატარეთ და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ტარიფები საკმაოდ მაღალი იყო. კომუნიკაციების კომისიამ კონსულტაციების შემდეგ ზედა ზღვარი 24 თეთრამდე დაწია, რაც დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა. კომპანიები დღესაც ამ ტარიფით ოპერირებენ, მაშინ, როცა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მობილური ოპერატორები ტარიფებს წლიდან წლამდე ამცირებენ.

ჩვენი აზრით, ამის მთავარი მიზეზი კონკურენციის ნაკლებობაა. მაგალითად, დაახლოებით 3–4 წლის წინ, მაშინ, როდესაც ბაზარზე მესამე კონკურენტული კომპანია გამოჩნდა, არსებულმა კომპანიებმა ტარიფების შეცვლა გადაწყვიტეს, რადგან ეს კომპანია საკმაოდ დაბალი ტარიფებით შემოვიდა.

სწორედ მაშინ გაჩნდა ულიმიტო პაკეტები, შემცირდა წუთობრივი ტარიფები, თითოეულ ოპერატორს დაახლოებით, 14 თეთრი ჰქონდა, მაგრამ როდესაც "ძველი" კომპანიები კიდევ უფრო გაძლიერდნენ, ბაზარზე კვლავ მონოპოლიური მდგომარეობა გაჩნდა და ტარიფების ზრდა დაიწყო, სულ მალე ჩვენ 14 თეთრიანი ტარიფის ნაცვლად მივიღეთ 24 თეთრიანი ტარიფი.

ამასთან დაკავშირებით კომპანიებს არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ, არ მიიჩნიეს საჭიროდ, მომხმარებლებისთვის მომსახურების გაძვირების მიზეზები აეხსნათ. ამ საკითხზე განმარტება არც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გაუკეთებია. მიმართვის შემთხვევაში ისინი განმარტავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარიფი დაბალია და მაგალითად მოყავთ ულიმიტო პაკეტები, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმ რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ ტარიფებითა და წუთობრივი პაკეტებით არ სარგებლობს, განსაკუთრებით, რეგიონებში.

როდესაც ბაზარზე სამი კომპანია ოპერირებს, ისინი კონკურენციის პირობებში ტარიფის შემცირებას უნდა ცდილობდნენ.

რა განსხვავებაა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მობილური ოპერატორების მიერ დადგენილ ტარიფებს შორის?

წუთში 24 თეთრი ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ჩვენი კვლევა, რომელიც 2012 წელს ჩავატარეთ. 2012 წელს საქართველოში ერთი წუთის ღირებულება იყო 28 თეთრი და ჩვენი ქვეყანა მობილური ოპერატორების ტარიფების სიძვირით 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილს იკავებდა.

მაშინაც და ახლაც, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტარიფი, საქართველოში არსებულ ფასებზე ბევრად დაბალია.

ჩვენთან ტარიფები ძალიან იშვითად მცირდება და კომპანიები კონკურენციის ნაცვლად ცდილობენ, რომ მსგავსი პირობებით გააგრძელონ ბაზარზე ოპერირება და ჩვენ თუ მთავარ კონკურენტებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათ ფაქტობრივად ერთნაირი ტარიფები აქვთ და რეალური კონკურენციის გაწევას არ ცდილობენ, რის შედეგადაც მომხმარებელი ზარალდება.

რა მექანიზმით უნდა შემცირდეს საქართველოში 1 წუთის ღირებულება?

ამაში კომუნიკაციების ეროვნული კომისია უნდა ჩაერიოს. კომისიამ უნდა შეისწავლოს, რამდენად სწორია წუთობრივი საუბრის 24 თეთრიანი ზედა ზღვარის არსებობა. კომისიის პასიურობისა და კომპანიების მონოპოლიის გამო, რომლებიც როგორც ჩანს მომხმარებლის უფლებებს არ ითვალისწინებენ და წლებია, მობილურ ტელეფონზე საუბარში ძალიან ძვირს ვიხდით.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში მობილურით საუბარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია | Allnews.Ge