
გურიაში წუხელ ძლიერი ქარი და წვიმა იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "ინტერპრენსიუსს" განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები იყვნენ, თუმცა გამოძახება არ დაფიქსირებულა.
"თუ დავჭირდით ვინმეს, დაუყოვნებლივ მოვახდენთ რეაგირებას. ადგილზე გვყავს საკმარისი რაოდენობის ჯგუფები შესაბამის ტექნიკასთან ერთად",- აცხადებენ სააგენტოში.
ძლიერი წვიმის შედეგად ურეკში შვიდი ხე წაიქცა, რის შედეგადაც ორი მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, წვიმის შედეგად ურეკში რამდენიმე სახლიც დაიტბორა, თუმცა სპეციალური სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უწყების ცნობით, სტიქიამ ცენტრალურ გზებზე განათების ბოძები და ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყვეტილია.
მოგვიანებით გურიაში წვიმამ გადაიღო, თუმცა ძლიერი ქარი ისევ ქროდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გურიაში წუხელ ძლიერი ქარი და წვიმა იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "ინტერპრენსიუსს" განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები იყვნენ, თუმცა გამოძახება არ დაფიქსირებულა.
"თუ დავჭირდით ვინმეს, დაუყოვნებლივ მოვახდენთ რეაგირებას. ადგილზე გვყავს საკმარისი რაოდენობის ჯგუფები შესაბამის ტექნიკასთან ერთად",- აცხადებენ სააგენტოში.
ძლიერი წვიმის შედეგად ურეკში შვიდი ხე წაიქცა, რის შედეგადაც ორი მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, წვიმის შედეგად ურეკში რამდენიმე სახლიც დაიტბორა, თუმცა სპეციალური სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
უწყების ცნობით, სტიქიამ ცენტრალურ გზებზე განათების ბოძები და ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყვეტილია.
მოგვიანებით გურიაში წვიმამ გადაიღო, თუმცა ძლიერი ქარი ისევ ქროდა.
მკითხველის კომენტარები
(0)