
სინოპტიკოსების პროგნოზით, ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სინპოტიკოსმა მაია თააძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც გათვალისწინებული იყო, გუშინდელმა ღამემ ბორჯომის ხეობაში უნალექოდ ჩაიარა.
სინოპტიკოსის პროგნოზით, დღის მეორე ნახევარში ღრუბლიანობა მოიმატებს და დაახლოებით,17:00 საათიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 5-10 მ/წ-ში. ტემპერატურა გასულ დღესთან შედარებით დაკავშირებით დაიკლებს და იქნება +27 +29 გრადუსის ფარგლებში.
ბოლო ინფორმაცია ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ
სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლებს დამსვენებლების ნაწილი ტოვებს