
საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, შავი ზღვის სანაპიროზე გახშირდა მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზღვაო სეზონის განმავლობაში მოქალაქეების უსაფრთხოებას შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი იცავს. ასევე, საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გაჩიანში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა შუა ხნის მამაკაცი სოფლის ბოლოში გაიყვანა, ჯერ სცემა და შემდეგ კი გააუპატიურა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სისხლის სამართლის საქმე 144 პრიმა მუხლით არის აღძრული. ხუთი პირი გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 6 ადამიანიც.
მკითხველის კომენტარები
(0)