ეკონომიკა
26.12.2016 / 10:12
შრიფტის ზომა:

თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება

თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება

სამომხმარებლო ტარიფი თბილისში უცვლელი რჩება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კერძოდ, "თელასის" მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტში ცვლილებები არ შეეხება სამომხმარებლო ტარიფში ფასის მატებას. ცვლილებები შეეხება მხოლოდ კომერციულ სექტორს, კერძოდ, 0,035 თეთრით მოიმატებს კომერციულ სექტორში საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი, ხოლო მაღალ ძაბვაზე 0,446 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება კომერციულ სექტორში დაბალ ძაბვას, აქ ცვლილებები არ შედის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სემეკ-ის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გაჩიანში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმა დანაშაულის დეტალების შესახებ ყვება | Allnews.Ge

გაჩიანში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმა დანაშაულის დეტალების შესახებ ყვება

გაჩიანის სოფელ ყარაჯალაში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმა დანაშაულის დეტალების შესახებ ყვება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თვითმხილველებმა უთხრეს, რომ მის ძმას რიგ-რიგობით 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200-მდე თანასოფლელი კი შორიახლოს იდგა და ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებდა, თან ტელეფონებით ფოტოებსა და ვიდეოს იღებდნენ.

"ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ საშინელება დაგვემართა. მანქანა დავიქირავე და იმ ადგილზე მივედი, სადაც ჩემი ძმა გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ. როდესაც მივედი, ბალახებში უგონო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები ეგდო. სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანე, რომ გადამერჩინა. დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

პოლიციამ მხოლოდ იმ ქალის ქმარი, მაზლი და ძმა დააკავა. თვითმხილველებმა კი მითხრეს, რომ რიგ-რიგობით 15 კაცი სცემდა და აწამებდა. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ასე გულგრილად იდგა და უყურებდა ამ სისასტიკეს", - განაცხადა ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმამ.

ამასთან, მას დედისგან განსხვავებული პოზოცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი დამნაშავეების სათანადოდ დასჯა არ მოხდება, მათ ფიზიკურად ოჯახი გაუსწორდება.

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულის ცოლის მშობლები ძალადობის მსხვერპლზე საუბრობენ

"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ მოძალადეებსა და მათი ოჯახის წევრებს ისევე გავუსწორდეთ, როგორც ჩემ ძმას. ძალადობით ვერაფერს შევცლით, ამიტომ თხოვნით მივმართავთ პოლიციას, რომ ჩემი ძმის მიმართ სასტიკი ანგარიშსწორების სხვა დანარჩენი მონაწილეები დროულად დააკავონ და კანონის თანახმად გაასამართლონ", - აღნიშნა მან.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.