გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ავტომობილია დაზიანებული
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო მანქანა დაგორდა, რის შედეგადაც, სატვირთოს ჩათვლით, 12 ავტომობილია დაზიანებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია მსუბუქად დაშავებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
მკითხველის კომენტარები
(0)