23 ოთხშაბათი - 2025, აპრილი

გურიასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია | Allnews.Ge

გურიასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია

გურიაში სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია. აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. უწყების ინფორმაციით, მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევაზე საქმე სისხლის სამართლის 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ტრაილერი გახდა, რომელსაც მისაბმელი მოსწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გურიაში ავარიის შედეგად გადარჩენილი მამაკაცი კლინაკაში პოლიტრავმით მიიყვანეს - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი