24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.08.2017 / 12:08
შრიფტის ზომა:

გაჩიანში ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმის დეტალებზე საუბრობს

ყარაჯალაში 22 აგვისტოს მომხდარი ჯგუფური წამებისა და ცემის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. იყენებს დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ არ აღიარებს კონკრეტულ ბრალს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას დავაყენებთ საკითხს, რომ არანაირი ღონისძიება არ იქნას გამოყენებული მის მიმართ. მას უნდოდა მხოლოდ გაერკვია, რა ურთიერთობაში იყო დაზარალებული მის მეუღლესთან და განზრახული არ ჰქონდა ის ქმედება, რაც შერაცხეს.

ეს გარეგანი ძალების, იქ მყოფი ადამიანების მიერ მოხდა, რაც ვიდეოში კარგადაა ასახული და ჩანს. ამას გამოძიების ეტაპზე ჩვენც ვიდავებთ და თავადაც დაიცავს თავს ჩვენი მეშვეობით და შემდგომ უკვე გამოძიება თავად ჩამოყალიბდება, რა კვალიფიკაციით უნდა წაუყენოს მას ბრალი. ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, აქედან გამომდინარე, ბრალს არ აღიარებს. თუკი რამე გამოიკვეთება, შემდგომ ეტაპზე შეიძლება წაყენებული ბრალის და მუხლის შეცვლაზე ვიდავოთ", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გაჩიანში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან, სამისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს უნდა იმსჯელოს. ერთის უფლებებს კერძო ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე, ორისას კი სახაზინო ადვოკატები - სოსო ჯამასპიშვილი და გაგა მეშველიანი დაიცავენ.

სასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურის შუამდგომლობას წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მოსამართლე ირინა ტყეშელაშვილი განიხილავს.

გაჩიანში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმა დანაშაულის დეტალების შესახებ ყვება

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ.

ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები კი იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმე 144-ე პრიმა მუხლითაა აღძრული.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გაჩიანში ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმის დეტალებზე საუბრობს | Allnews.Ge