გორთან, ტრაილერის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქ ავტომობილი შეეჯახნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი