19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ენერგო-პრო ჯორჯია" დიდველის საბაგიროს გაჩერებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

"ენერგო-პრო ჯორჯია" დიდველის საბაგიროს გაჩერებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

პირველადი მონაცემებით, ავარია დიდველის საბაგიროს მფლობელობაში არსებულ ქსელში მოხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში განუცხადეს.

"ავარია მოხდა საბაგიროს ქსელში ანუ მათ აქვთ თავიანთი ქსელი, თავიანთი ქვესადგურიდან გამავალი კაბელი და სავარაუდოდ, პირველადი მონაცემებით, მათ ქსელშია პრობლემა და არა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში. გარდა ამისა, მათ აქვთ სარეზერვო კვება", - განაცხადეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში.

მათი ცნობით, საბაგიროს "ენერგო-პრო ჯორჯიასგან" ელექტროენერგია მიეწოდება.

ბაკურიანში, დიდველზე, ერთ-ერთი საბაგირო გაითიშა. როგორც დამსვენებლებმა განაცხადეს, ამის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტაა.

მათივე ინფორმაციით, ხალხის ნაწილი გონდოლებშია დარჩენილი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ნაწილი კი, ვინც გონდოლებიდან გადმოსვლა მოახერხა, ბაკურიანში ფეხით მიემართება.

დამსვენებლების ინფორმაციით, დიდველზე საბაგირო გაითიშა, ხალხის ნაწილი კი გონდოლებშია დარჩენილი

ამასთან, ისინი პროტესტს გამოთქვამენ გენერატორის არ ქონის გამო.

"ვართ ახლა დიდველზე, მესამე წერტილზე. არ არის სინათლე, არ არის გენერატორი. ნისლია და იმის გამო, რომ არ დაგვიღამდეს, ფეხით ჩავდივართ დაბლა, ბაკურიანში", - აცხადებს დამსვენებლების ნაწილი.