
გაჩიანში 42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე განმარტებით, ამ დროისთვის დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
რაც შეეხება თავად ძალადობის მსხვერპლს, 42 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ოჯახის ინფორმაციით, ის რეანიმაციული განყოფილებიდან სტაციონარში გადაიყვანეს.
"მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია", - აცხადებენ ახლობლები.
ნაცემი მამაკაცის ოჯახის წევრების მტკიცებით, ძალადობის ფაქტში 15-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდანაც ჩანს. შესაბამისად, ისინი დანარჩენი პირების დაკავებასა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯასაც მოითხოვენ.
21 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა ჯერ სცემა, შემდეგ კი, მასზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გაჩიანში 42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე განმარტებით, ამ დროისთვის დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
რაც შეეხება თავად ძალადობის მსხვერპლს, 42 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ოჯახის ინფორმაციით, ის რეანიმაციული განყოფილებიდან სტაციონარში გადაიყვანეს.
"მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია", - აცხადებენ ახლობლები.
ნაცემი მამაკაცის ოჯახის წევრების მტკიცებით, ძალადობის ფაქტში 15-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდანაც ჩანს. შესაბამისად, ისინი დანარჩენი პირების დაკავებასა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯასაც მოითხოვენ.
21 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა ჯერ სცემა, შემდეგ კი, მასზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა.
მკითხველის კომენტარები
(0)