
დედაქალაქში ყოველწლიურად სულ უფრო და მეტი ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ყველა კომპანია ცდილობს მომხმარებელს თანამედროვე და კეთილმოწყობილი ბინები შესთავაზოს. ამის ფონზე კი, ძველი საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ ბინებზე მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება. სპეციალისტები ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ, აცხადებენ, რომ ხშირად ახალ აშენებული ბინის ფასსა და ძველი ბინის ღირებულებას შორის განსხვავება მინიმალურია.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ღირს თბილისში ძველი აშენებული ბინები და რომელი უბანია ყველაზე მოთხოვნადი.
უძრავი ქონების პორტალ ss.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით ვგებულობთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ძველი აშენებული (მეორადი) ბინის ფასი დაახლოებით 400 დოლარიდან იწყება. ისანი-სამგორში - 450 დოლარიდან, გლდანი-ნაძალადევის რაიონში კი ბინის კვადრატული ფასი 500 დოლარიდან იწყება. 550 დოლარიდან იწყება ბინის ფასი ძველ თბილისში და ყველაზე ძვირი ფასი ვაკე-საბურთალოს რაიონშია, სადაც ბინის ფასი 600 დოლარიდან იწყება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ფასის ზრდა დამოკიდებულია ბინის ადგილმდებარეობაზე, ასევე როგორი რემონტი აქვს და რამდენად კეთილმოწყობილია. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ფასებთან შედარებით შესაძლოა, ზოგიერთ ადგილას ნაკლებიც ღირდეს.
როგორც უძრავი ქონების სააგენტოს "კიბეს" დირექტორმა ნელი გოგუაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად ძველი ბინები ისევ მოთხოვნადია, ესაა ძველი თბილისი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მოსახლეობა ბინებს ტურისტული მიზნით იყენებს.
"ხრუშოვკებზე" მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ არის, ამ ტიპის ბინები არავის უნდა. გარდა ამისა, ხშირად იწუნებენ იმ სახლებს, სადაც ლიფტი არ არის. ზოგადად, ძველ ბინებზე მოთხოვნა ახალ აშენებულთან შედარებით მცირეა. ერთადერთი მოთხოვნა ძველ უბნებში - მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალაშია, ესეც იმიტომ, რომ ტურისტული ზონაა და ამ ძველ ბინებს ყიდულობენ, არემონტებენ და „გესთ ჰაუსებად“ იყენებენ. თუმცა ტურისტული მიზნით თუ ყიდულობენ, 150-200 კვადრატული მეტრის ბინებზეა მოთხოვნა.
როგორ ბინებზეა მოთხოვნა თბილისის ცენტრალურ უბნებში, იხილეთ აქ
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ირინა სავიცკაიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
სამინისტროს წარმომადგენლის, ია პოზოვის განმარტებით, ჩატარდა კანონით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა, რომელიც ბოლო ეტაპია გადაწყვეტილების მიღებამდე. თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 31 აგვისტოს მიიღებს.
"დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოვითხოვეთ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში. ქალბატონ ირინა სავიცკაიასთან ჩატარდა დეტალური გასაუბრება, სადაც საუბარი გვქონდა იმ დეტალურ არგუმენტებსა და რისკებზე, რაც შესაძლოა, თან სდევდეს ირინა სავიცკაიას ექსტრადირებას უკრაინაში. კერძოდ, ჩვენ წარვადგინეთ არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ სავიცკაიას ექსტრადირების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესაძლოა, დაემუქროს საფრთხე. ის იქნება პოლიტიკური დევნის მსხვერპლი,"- აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა და არ გამორიცხა, რომ სავიცკაიასგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ის დიდი ალბათობით, შესაძლოა, დაექვემდებაროს წამებას და არაადამინურ მოპყრობას უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
შეხვედრის პარალელურად, რუსთავის მეხუთე კოლონიასთან, სადაც ირინა სავიცკაიაა მოთავსებული, ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ირინა სავიცკაიას გათავისუფლებას და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას მოითხოვდნენ. ირინა სავიცკაიას მეუღლის, დიმიტრი სავიცკის, განმარტებით, ირინა სავიცკაია უკანონოდ არის დაპატიმრებული და უკრაინაში მისი ექსტრადირების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ირინა სავიცკაიას ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვას დღეს გეგმავს, ის საექსტრადაციო პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას მოითხოვს. გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ირინა სავიცკაია ამჟამად საკმაოდ მძიმე მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა.
ირინა სავიცკაია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. ის სადისტრიბუციო კომპანია "leader distribution"-ის ბუღალტერია, ამასთანავე არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის აქტივისტი და სახალხო დეპუტატის სერგეი რიბალკას მეგობარი. უფლებათდამცველები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას სწორედ რიბალკას დისკრედიტაციისთვის სურთ სავიცკაიას გამოყენება. უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებისგან სავიცკაიას ექსტრადირებას მოითხოვს.
მკითხველის კომენტარები
(0)