
შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. არხის ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის თანასოფლელი და მეგობარია.
ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც მეზობლები აცხადებენ, ორივე ახალგაზრდა შვეიცარიაში 2 თვის წინ წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა.
სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ახალგაზრდები გურჯაანიდან არიან.