31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა | Allnews.Ge

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა

3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა - მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.