11 პარასკევი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
04.09.2017 / 07:09
შრიფტის ზომა:

კახა კალაძის განმარტება თბილისში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებასთან დაკავშირებით

"ხრუშჩოვკები" უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

კალაძის თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში 500-ზე მეტი "ხრუშჩოვკაა" და მათი ჩანაცვლება აუცილებელია, მხოლოდ არა ერთბაშად.

ამასთან, მერობის კანდიდატის განმარტებით, ბევრმა მისი ნათქვამი ისე გაიგო, თითქოს მერია აპირებდა ამის გაკეთებას. კალაძის განმარტებით, თბილისის მერიას ამის არანაირი რესურსი არ აქვს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ამ საქმეში მთავარია "ხრუშჩოვკებში" მობინადრე მოსახლეობა, რომლებმაც უნდა შექმნან ამხანაგობები. თუ ერთი კორპუსის მობინადრენი გაერთიანდებიან და შეთანხმდებიან, რომ შევიდეს ინვესტორი, სწორედ აქ ამოქმედდება მერიის პროექტი. როგორც ვიცი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე უბანში - ვარკეთილში, საბურთალოზე, მოსახლეობა დაინტერესებულია", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად არიან დაინტერესებული დეველოპერები, კალაძემ უპასუხა, რომ "სურვილი არის, თუმცა ეს ყველაფერი სამუშაო პროცესში გამოჩნდება".

"მთავარია, გენგეგმის ფარგლებში საამისოდ როგორი კოეფიციენტი გვექნება. ჩემი ხედვა ასეთია - ქალაქის ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტი არ უნდა გაიცეს. ახლა მორატორიუმია შემოღებული, მაგრამ, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა გავაუქმოთ ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტების გაცემა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კახა კალაძის განმარტება თბილისში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებასთან დაკავშირებით | Allnews.Ge