26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.09.2017 / 08:09
შრიფტის ზომა:

როგორ ეხმაურებიან სასულიერო პირები ე.წ ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოს განაჩენს სასულიერო პირები უკვე გამოეხმაურნენ. მღვდელმონაზონ ანდრიას შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა მთლიანად მართლმსაჯულებისთვის. ეს არის სამარცხვინო განაჩენი. ეს განაჩენი იქნება სამარცხვინო მართლმსაჯულებისთვის. ერთი რამ არის დასაფიქრებელი, რომ შორენას, ვინც ხელქვეითები ჰყავს, მათი ერთობლივი იდეა იქნებოდა, რომ მამა გიორგი არ ყოფილიყო თავისუფლებაში“, - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ. 

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრის, დედა თამარის თქმით, სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა, – "სასულიერო პირი, რომელიც თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა - რა მოლოდინი უნდა მქონოდა სხვა? უბრალოდ რაღაც ძალიან პატარა იმედი მქონდა, გუშინდელი დღის მერე, რომ მოსამართლე დაფიქრდებოდა ამ ყველაფერზე. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რომ მოძღვარმა არ მოინახულოს თავისი სულიერი შვილი. მეუფე დიმიტრი აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყო, ახლა და მანამდეც უნდა მოენახულებინა“, - განაცხადა დედა თამარმა, რომელიც განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ესწრებოდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს, – "არ ვიცით, რა შეფასება უნდა გავაკეთოთ, რადგან გამოძიებაში ასე ჩართული არ ვიყავით. ალბათ, რაღაცა ბრალეულობა იყო. უსაფუძვლოდ ხომ არ სცნობდა?! რაღაცა შეიძლება იყო. ვერ გეტყვით, მიჭირს კომენტარის გაკეთება”, - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მისივე განმარტებით, დეკანოზის საკითხზე სავარაუდოდ, მის მღვდელმთავრებს წმინდა სინოდთან მსჯელობა მოუწევს.

”ამ ეტაპზე მას შეჩერებული აქვს მღვდელმსახურების უფლება და ზიარების აკრძალვა აქვს. რაც შეეხება მის მომავალ მოქმედებებს, ამაზე უნდა იმსჯელოს მისმა მღვდელმთავარმა სინოდთან ერთად”, - აღნიშნა გოგოტიშვილმა და დასძინა, რომ დღეს საპატრიარქოში რაიმე შეკრება აღნიშნულ საკითხზე არ იგეგმება.

მკითხველის კომენტარები
(5)

ე.კ.
06 სექტემბერი , 2017 08:09

გუშინ პროკურორის კომენტარი ტელევიზიით არგუმენტირებული იყო

კოტე
06 სექტემბერი , 2017 07:09

სასამართლოს განაჩენში, სახელმწიფო არაფერ შუაშია, გაეცანით მასალებს და ისე გამოიტანეთ დასკვნები, და საერთოდ ადვოკატები მგონი ტყემალზე ზიან. რაც არ უნდა უმტკიცო და მტკიცებულება წაუყენო, მაინც უსირცხვილოდ თეთრზე შავს ამბობენ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ ეხმაურებიან სასულიერო პირები ე.წ ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს | Allnews.Ge