
თბილისში, ნუცუბიძისა და ძოწენიძის ქუჩებზე, ავარიულად შეწყვეტილი გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, დღეს, 10:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძის III მიკრო რაიონში მდებარე ყოფილი სასტუმრო "აკადემიურის" შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას, ნუცუბიძის III მ/რ, კვარტლის - I, კორპუსი №5-ის მიმდებარედ შპს GD group-ის საცხოვრებელ კორპუსის მოსახლეობას, №10 და №12 კორპუსებს შორის მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე, გაზმომარაგების გარეშე დარჩა ძოწენიძის ქუჩა №14, სასტუმრო "ელეგანსი", თბილისის № 171 საჯარო სკოლა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული მცირე კომერციული ობიექტები.
მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.