
თბილისში, ზაჰესის მიმდებარედ, ფერდობზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, იწვის ბალახი.
რთული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ადგილზე ტექნიკით მუშაობა ვერ ხერხდება, თუმცა ტერიტორიაზე იმყოფება 5 სამაშველო ბრიგადა.