საზოგადოება
26.02.2017 / 08:02
შრიფტის ზომა:

რა ეტაპზეა თბილისის ზოოპარკის გადატანის პროცესი

რა ეტაპზეა თბილისის ზოოპარკის გადატანის პროცესი

ზოოპარკის საბურთალოს ტერიტორიიდან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანა ნელ-ნელა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მგლებისა და დათვების ვოლიერები შენდება, ხოლო ირმებისა და ნიამორების ვოლიერების მშენებლობა ახლა იწყება,- ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მზია შარაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკი, მთლიანად დენდროლოგიურ პარკში მოეწყობა, რომელიც ამასთანავე რეკრეაციული ზონაც იქნება.

"გვინდა, რომ დათვები და მგლები ახალ ვოლიერებში შემოდგომაზე გადავიყვანოთ, ნიამორებისა და ირმების გადაყვანის ზუსტი თარიღი კი ცნობილი არ არის. ახალ ზოოპარკში მთელი ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით მოსაწყობია, სულ 48 ჰექტარი ტერიტორიაა და ამ სამუშაოებს რამდენიმე წელი დასჭირდება,"-განმარტა მან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მზია შარაშიძის თქმით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა აბსოლუტურად სხვა კონცეპციით იგეგმება, თუმცა კონკრეტული პროექტი ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

"ახალი ზოოპარკი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე განთავსდება.

გაკეთდება თანამდეროვე სტანდარტების ვოლიერები, სადაც გისოსები, ბარიერები ბუნებრივთან მიახლოებულია, რათა ადამიანს იმის შთაბეჭდილება ჰქონდეს, რომ ბუნებაში იმყოფება, სადაც ცხოველების დათვალიერება ბარიერების გარეშე შეუძლია. ასევე, დაემატება ახალი ცხოველებიც."-აღნიშნა მან.

თბილისის ზოოპარკის ტერიტორია, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამდე სულ 9 ჰექტარს შეადგენდა, თუმცა ძლიერი დატბორვის შემდეგ 5 ჰექტარი დარჩა.

სტიქიის შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადადის.

 

მარიამ მენაბდიშვილი

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ახალშობილებს საქართველოს მასშტაბით მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურები გადაეცემათ | Allnews.Ge

ახალშობილებს საქართველოს მასშტაბით მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურები გადაეცემათ

სამშობიარო სახლების ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურებით უფასოდ მომარაგება დაიწყო – პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმისა და ახალი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება. ახალშობილის საიდენტიფიკაციო პირველი სამაჯურები, თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში დაბადებულ ჩვილებს უკვე მოარგეს.

სერვისების განვითარების სააგენტო ასევე იუწყება, რომ ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურები უსაფრთხო, ანტიალერგიული და მაღალტექნოლოგიურია.

აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: "დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში".

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი, ტენდერის გზით, ევროპული კომპანია PDC Healthcare -სგან მიიღო. PDC სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ახალშობილი იბადება.

რატომ ინახავენ ახალშობილის ჭიპლარის სისხლს და რა ღირს საქართველოში მისი შენახვა

რა იწვევს 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას საქართველოში?