
თბილისის ზღვასთან ბალახს და ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.