
დღეს, 03:20 საათიდან, თბილისის უბნების ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. კერძოდ, როგორც შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" იტყობინება, შეზღუდვა შეეხო მთაწმინდის რაიონში ოქროყანა მეფუტკრეობის დასახლებას, ოქროყანის მიმდებარედ ა, ბ, გ ზონას, გელოვანის მე - 6 ჩიხს, სამხედრო დასახლებას, ტაბახმელას უბანს, თბილისის, ბესიკის, ყაზბეგის, წერეთლის, ჭავჭავაძის, 1 მაისის, წავკისი მეფუტკრეობის დასახლებებს, სოფელ წავკისს და ვ.ფშაველას ქუჩების მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე.
"შპს "ყაზტრანსგაზ - თბილისი " ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს " ყაზტრანსგაზ - თბილისი " პასუხისმგებელი არ არის.
დამატებითი შეკითხვებისათვის დაუკავშირდით ქოლცენტრს 240 40 04", - აცხადებენ კომპანიაში.