მსოფლიო
11.08.2017 / 13:08
შრიფტის ზომა:

ევროპის ბრძოლა კვერცხების წინააღმდეგ

ევროპის ბრძოლა კვერცხების წინააღმდეგ

ევროკავშირის 15-მა ქვეყანამ, ისევე როგორც ჰონგ-კონგმა და შვეიცარიამ, ფიპრონილის შემცველობის მქონე კვერცხები მიიღეს. აღნიშნულ ინფორაციას ევროკომისა ავრცელებს. კომისია წევრი ქვეყნების მინისტრებს აღნიშნული საკითხის განსახილველად 26 სექტემბერს შეხვდება. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა ქვეყნებს ერთმანეთის დადანაშაულების შეწყვეტიკენ მოუწოდა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კვერცხი ძირითადად ნიდერლანდებიდან მიეწოდება. მათში ფიპრონილი აღმოჩნდა, სუბსტანცია, რომელიც ცხოველებში ტილების დასახოცად გამოიყენება და ევროკავშირის მიერ საკვებ ინდუსტრიაში აკრძალულია. სავარაუდოდ, სუბსტანცია ქათმის ფერმის დეზინფექციისთვის გამოიყენეს, დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, მას ადამიანის ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება შეუძლია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კვერცხში ფირპონილის აღმოჩენის შემდეგ ქათმის ფერმები დაიხურა ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. ქვეყნები რომლებშიც კვერცხის იმპორტი მოხდა გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ავსტრია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი და დანიაა, ასევე შვეიცარია და ჰონგ კონგი. დიდმა სუპერმარკეტებმა კვერცი, სენდვიჩები და სალათები უკვე ამოიღეს გაყიდვიდან.

მკითხველის კომენტარები
(1)

გიგილო
05 სექტემბერი , 2017 14:09

მთავარი ძარღვის გაგანიერება ჰქონიაო.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში დღეიდან ავიაცია ჩაერთვება | Allnews.Ge

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში დღეიდან ავიაცია ჩაერთვება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთვება.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.

მათი ცნობით, დღეს, 11:00 საათზე სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე არსებული დიდი მასივების შეწამვლა დაიწყება, ამიტომ მოსახლეობა უნდა მოერიდოს იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიურად დამუშავება განხორციელდება.

"ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება. მოსახლეობა უნდა მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.

რა არის ფაროსანა, იგივე "ცუანა", რამაც მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა

საშიშია თუ არა ფაროსანა ადამიანისთვის? - სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება

ლევან დავითაშვილი - აცივებასთან ერთად ფაროსანა სახლებსა და ტყეებში გადავა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგებით, მავნებლის პოპულაციის ზრდა დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ავიაციის გამოყენება.

პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები, რეგიონებში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება.

ამ დროისთვის მავნებლის საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.